Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ბრინჯი ბოთლით - კიმ ჩენ ინის ქვეყნიდან გაქცეულები სამშობლოში საჭმელს ზღვით გზავნიან
ambebi.ge
21 January 2018, 19:22
ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეულები, რომლებსაც სამხრეთ კორეაში ცხოვრების უფლება მისცეს, ცდილობენ, სამშობლოში დარჩენილ ახლობლებს დაეხმარონ.

ისინი ბოთლში ყრიან ბრინჯს, USB მეხსიერების ბარათს, სადაც სამხრეთ კორეული გასართობი გადაცემები და ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების საწინააღმდეგო ინფორმაციაა ჩაწერილი.

ბოთლებს ზღვაში ყრიან, ჩრდილო კორეის საზღვართან ახლოს.

კიმ ჩენ ინის დიქტატურის პირობებში ცხოვრება ძალიან რთულია, განსაკუთრებით კი საერთაშორისო სანქციების ფონზე. მოსახლეობა ცდილობს, გაუსაძლისი გაჭირვების პირობებში თავის გატანა შეძლოს.

დაახლოებით 30 ათასმა ადამიანმა მოახერხა ქვეყნიდან გაქცეულიყო და სამხრეთ კორეისთვის ეთხოვა თავშესაფარი.

წყარო express.co.uk

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი